ხედვა

 

განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი – მეცნიერული და პროფესიული ნიშნით გაერთიანებული მრავალფეროვანი საზოგადოება ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს თეორიის, პედაგოგიკის და პრაქტიკის მაღალი დონის მიღწევას; მეორე მხრივ, დაამკვიდრებს ამერიკისმცოდნეობის უნიკალური მულტიდისციპლინარული და ინტერდისციპლინარული ინტერნაციონალიზაციის პრონციპებზე დაყრდნობილ მაღალი სტანდარტის მქონე დასავლურ მოდელს, მიმართულს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის ისტორიის, კულტურის და საზოგადოების ფუნდამენტურ შესწავლასა და კვლევაზე; ასევე დააინტერესებს ქართველ და უპირატესად უხცოელ სტუდენტებს გამოიკვლიონ კავკასიის რეგიონის ისტორიული, კულტურული მემკვიდრეობა და განვითარების თანამედროვე ეტაპები.


მისია

 

ჩვენი მრავალმხრივი მისია მიზანმიმართულია წამყვანი პედაგოგიური გამოცდილების, ინოვაციური კურიკულუმის, მრავალფეროვანი აკადემიური შტატის, კვლევებში ჩართულობის და ქართველი მასწავლებლების განათლების უზრუნველყოფისკენ.

ამერიკისმცოდნეობის მოქნილი, პრაქტიკული სფერო თავისი თეორიებით, მეთოდებით, კვლევის არეალით, მაღალპროფესიონალი ქართველი და ამერიკელი ექსპერტებით ისწრაფვის ამერიკის შეერთებული შტატების კულტურის და ისტორიის ინოვაციური მეთოდებით შესწავლისკენ. ხელს უწყობს ქართველ და უცხოელ სტუდენტებს ჩამოყალიბდნენ კრიტიკულ მოაზროვნეებად, დახვეწილ კომუნიკატორებად, მკვლევარებად და მსოფლიო მოქალაქეებად, უზრუნველყოს კურსდამთავრებულების დასაქმების მაღალი მაჩვენებელი, უწყვეტი სწავლება, ჩამოაყალიბოს ისინი დემოკრატიულ, მაღალი ადამიანური ღირებულებების მოქალაქეებად. ხელი შეუწყოს უცხოელი სტუდენტების ისტორიული, ლინგვისტური კვლევების სრულყოფილ წარმართვას კავკასიის რეგიონის უკეთ გაცნობის მიზნით.