შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილე, ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ ჰ. რუდი ამერიკისმცოდნეობის
სტუდენტებსა და პროფესორებს შეხვდა. US Embassy Tbilisi, Georgia

ქ-ნმა ელიზაბეთ რუდმა #იბსუ-ს სტუდენტებს დიპლომატიური გამოცდილება გაუზიარა, აშშ-საქართველოს ურთიერთობებზე ესაუბრა და მათ შეკითხვებს უპასუხა. მან უნივერსიტეტს მხარდაჭერა აღუთქვა და მომავალი თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.