მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა

 

განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი მოქმედ ან მომავალ ინგლისური ენისა და მათემატიკის მასწავლებლებს იწვევს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ აკრედიტებულ ერთწლიან, 60-კრედიტიან მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე. პროგრამა მიზნად ისახავს ინგლისური ენის საწყისი, საბაზისო და საშუალო საფეხურის მასწავლებლის ან საბაზისო და საშუალო საფეხურის მათემატიკის მასწავლებლების მომზადებას. მაღალკვალიფიციური განათლების სპეციალისტები, მდიდარი აკადემიური და სამეცნიერო წყაროები, სტუდენტზე ორიენტირებული გარემო უზრუნველყოფს პროგრამაზე ჩარიცხული კანდიდატებისათვის ხარისხიანი განათლების მიცემას, რომელიც პასუხობს თანამედროვე სტანდარტებსა და მოთხოვნებს.

 სწავლის ღირებულება

ინგლისური ენის მასწავლებელი – 2250 ლარი

მათემატიკის მასწავლებელი – 2150 ლარი

სწავლების ენა

პროგრამის სწავლების ენა არის ინგლისური.

 პროგრამაზე ჩარიცხვა და დაფინანსება

პროგრამაზე შესაძლებელია 30 სტუდენტის ჩარიცხვა – 15 ინგლისური ენისა და 15 მათემატიკის მასწავლებლის პროგრამაზე. ორივე მიმართულების (ინგლისური ენის ან მათემატიკის მასწავლებელი) აპლიკანტებიდან 15 კანდიდატს ეძლევა შესაძლებლობა საკუთარი განათლების დასაფინანსებლად მოიპოვოს სახელმწიფო გრანტი. გრანტს გასცემს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კონკურსის საფუძველზე.

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის საფუძველია:

ა) შესაბამის საგნის გამოცდის (ინგლისური ენა ან მათემატიკა) ჩაბარება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში;

ბ) შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული გამოცდის ჩაბარება – ინგლისურ ენაზე დაწერილი სამოტივაციო წერილი.

ორივე ეტაპის წარმატებით გავლის შედეგად აპლიკანტი ჩაირიცხება მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე.

სახელმწიფო გრანტი მიენიჭება შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ შექმნილ რანჟირების დოკუმენტში შეყვანილ პირველ თხუთმეტ (15) აპლიკანტს.

რეგისტრაციის ვადა და საჭირო დოკუმენტაცია

პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველებმა საჭირო დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ადმინისტრაციული შენობის 302-ე ოთახში (შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ, #2, ადმინისტრაციული შენობა, მე-3 სართული) სამუშაო დღეებში 9:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე 2018 წლის სექტემბერში (თარიღები დაზუსტდება 2018 წლის აგვისტოში).

საჭირო დოკუმენტაცია:                                                

  • განაცხადი (შეივსება ადგილზე);
  • ბაკალავრის, მაგისტრის და/ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი;
  • უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის შემთხვევაში, აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს ცნობა უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • 2 ფოტოსურათი (3X4);
  • ფოტო CD დისკზე;
  • რეზიუმე ქართულ და ინგლისურ ენებზე
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამდასტურებელი დოკუმენტი (სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებულ პირთათვის);
  • საგნის გამოცდის (ინგლისური ენა ან მათემატიკა) წარმატებით ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატი (გაიცემა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ)

უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული გამოცდა

გამოცდა ჩატარდება წერილობითი ფორმით ინგლისურ ენაზე: სამოტივაციო წერილი (500-600 სიტყვა). გამოცდის ხანგრძლივობა 90 წუთი.

გამოცდის თარიღი დაზუსტდება 2018 წლის სექტემბერში და ინფორმაცია განთავსდება უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე.

გამოცდის შედეგები

გამოცდის შედეგები აპლიკანტებს ეცნობებათ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. შედეგები ასევე დაიდება უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე.

აპლიკანტებთან ხელშეკრულების გაფორმება

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში აპლიკანტებთან გაფორმდება ხელშეკრულება.

სამოტივაციო წერილის შეფასების კრიტერიუმები

სამოტივაციო წერილის შეფასების კრიტერიუმები შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: სამოტივაციო ესეს შეფასების კრიტერიუმები მასწავლებლის მომზადების საგანმანთლებლო პროგრამა

 საკონტაქტო პირები

დეტალური ინფორმაციისათვის გთხოვთ მიმართოთ:

მაია ჩქოტუა

ასოც. პროფ. დოქტ., პროგრამის ხელმძღვანელი

მობ. ტელ.: +995 593 97 63 69

ელ-ფოსტა: mchkotua@ibsu.edu.ge mchkotua@yahoo.com

დიანა მჭედლიშვილი

ასოც. პროფ. დოქტ., უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი

მობ. ტელ: 599 110 829

ელ-ფოსტა: dmtchedlishvili@ibsu.edu.ge

Course Code
კურსის კოდი
Course Name
კურსის დასახელება
Status
სტატუსი
ECTSContact Hour
საკონაქტო საათი
PrerequsiteSemester
III
TTE001Instructional Planning and Evaluation
სასწავლო პროცესის დაგეგვმა და შეფასება
Core103XX
TTE002General Didactics
ზოგადი დიდაქტიკა
Core103X
TTE003Teaching Principles and Methods
სწავლების პრინციპები და მეთოდები
Core103X
TTE004Didactics of Teaching English I
ინგლისური ენის სწავლების დიდაქტიკა I
Core103X
TTE005Didactics of Teaching Mathematics I
მათემატიკის სწავლების დიდაქტიკა I
Core103X
TTE006Teaching Practice I
პედპრაქტიკა I
Core103X
TTE007Introduction to Education Psychology
განათლების ფსიქოლოგიის შესავალი
Core103X
TTE008Educational Technologies and Material Development
განათლების ტექნოლოგიები და სასწავლო მასალების შემუშავება
Core103X
TTE009Classroom management
გაკვეთილის ორგანიზება
Core103X
TTE010Special Education and School Counseling
სპეციალური განათლება და ფსიქოლოგიური დახმარება სკოლაში
Core103X
TTE011General Education Legislation, Structure, and School Management
ზოგადი განათლების სისტემის სამართლებრივი საფუძვლები, სტრუქტურა და სკოლის მენეჯმენტი
Core103X
TTE012Didactics of Teaching English II
ინგლისური ენის სწავლების დიდაქტიკა II
Core103TTE04X
TTE013Didactics of Teaching Mathematics II
მათემატიკის სწავლების დიდაქტიკა II
Core103TTE05X
TTE014Teaching Practice II
პედპრაქტიკა II
Core103TTE06X