კვლევის ფოკუსი

 

განათლების მიმართულება ახორციელებს კვლევას შემდეგ სფეროებში: თეორიული (პედაგოგიური, ფსიქოლოგიური, ფილოსოფიური) საგანმანათლებლო პროცესის საკითხები, ასევე ინოვაციური პრაქტიკა განათლებისა და ინგლისური ენის სწავლების სფეროში. ისეთი საკითხები, როგორიცაა სწავლება / შესწავლა მოტივაცია, საკლასო და ინსტიტუციური მენეჯმენტი და ხელმძღვანელობა, განათლებაში გლობალიზაცია განსაკუთრებულად აქტუალურია. აკადემიური პერსონალი მონაწილეობს სხვადასხვა კონფერენციაში ამ საკითხებთან დაკავშირებით, მათი ნაშრომები იბეჭდება შესაბამის ჟურნალებში. ისინი რეგულარულად მონაწილეობენ განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ ორგანიზებულ განათლების, ინგლისური ენის სწავლების, ინგლისური ენისა და ლიტერატურის კონფერენციებში და აბრეშუმის გზის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, ასევე აქვეყნებენ თავიანთ კვლევებს განათლებისა და ჰუმანიტარულ ჟურნალებში. სამაგისტრო და სადოქტორო კვლევები მნიშვნელოვან როლს ასრულებს კვლევის პრიორიტეტებში.

ფილოლოგიის მიმართულება ახორციელებს კვლევებს შემდეგ სფეროებში: ინგლისური (ლიტერატურა, ლინგვისტიკა) და თურქული (ლიტერატურა, ლინგვისტიკა) ფილოლოგია. აკადემიური პერსონალი მონაწილეობს სხვადასხვა კონფერენციებში ამ საკითხებთან დაკავშირებით, მათი ნაშრომები ქვეყნდება კონფერენციებსა და ჟურნალებში. ისინი რეგულარულად მონაწილეობენ განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ ორგანიზებულ, ინგლისური ენის სწავლების, ინგლისური ენისა და ლიტერატურის კონფერენციებში და აბრეშუმის გზის საერთაშორისო კონფერენციაში, ისინი აქვეყნებენ თავიანთ კვლევებს ჟურნალისტიკისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ჟურნალში. სამაგისტრო და სადოქტორო კვლევები ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობს კვლევის პრიორიტეტებში.

ამერიკისმცოდნეობის მიმართულება ახორციელებს კვლევებს შემდეგ სფეროებში: ამერიკული პოლიტიკა, ეკონომიკა, საზოგადოება, კულტურა, გენდერი და ლიტერატურა. თანამედროვე მსოფლიოში ჩვენი წარმატებისთვის დიდად მნიშვნელოვანია უცხოელ მეცნიერებთან ურთიერთობა, მეცნიერული ცოდნის გაღრმავება და სამეცნიერო კვლევების, კონფერენციებისა და სამეცნიერო ჟურნალების  საშუალებით განსხვავებული კულტურის მქონე ადამიანებთან ურთიერთობა. ამერიკული სწავლების პროგრამა ამ პროცესს ხელს უწყობს ამერიკელი ფულბრაიტების/სენატორების მოწვევით. ამერიკის საელჩოს დახმარებით ისინი ყოველწლიურად სტუმრობენ უნივერსიტეტს, ატარებენ ლექციებს და უზიარებენ გამოცდილებას ქართველ მკვლევარებს. აკადემიური პერსონალი მონაწილეობს სხვადასხვა კონფერენციაში ამ საკითხებთან დაკავშირებით, მათი ნაშრომები იბეჭდება შესაბამის ჟურნალებში. ისინი რეგულარულად მონაწილეობენ განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ ორგანიზებულ განათლების, ინგლისური ენის სწავლების, ინგლისური ენისა და ლიტერატურის კონფერენციებში და აბრეშუმის გზის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, ასევე აქვეყნებენ თავიანთ კვლევებს განათლებისა და ჰუმანიტარულ ჟურნალებში.