13 მაისს განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტმა ქალაქ თბილისის 72-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა. კონფერენციის ორგანიზება  მასწავლებლის მომზადების პროგრამის კურსდამთავრებული მასწავლებლისა და ფაკულტეტის თანამშრომლობის საფუძველზე მოხდა. მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ, პრეზენტაციები წარედგინათ ინგლისურ ენაზე.