ინგლისური ფილოლოგია

 

ინგლისური ენა მნიშვნელოვანია თანამედროვე საზოგადოებისათვის, რადგან პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამეცნიერო და კულტურულ სფეროებში კომუნიკაცია ძირითადად ინგლისურ ენაზე ხორციელდება. რადგან საქართველო ისწრაფვის ევრო-ინტეგრაციისაკენ და ცდილობს ბიზნეს, პოლიტიკური, ეკონომიკური თუ კულტურული ურთიერთობების დამყარებას რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე, ინგლისურ ენას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. ამდენად, ინგლისური ენის სპეციალისტები ძალზედ საჭიროა და შესაბამისად, ამ პროფესიაზე მოთხოვნაც დიდია.

ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის მიზანია სტუდენტებს მისცეს თანამედროვე ცოდნა და სათანადო კვალიფიკაცია ინგლისური ფილოლოგიის სფეროში, რაც მათ მომავალში დაეხმარება პროფესიული კარიერის ფორმირებაში. ჩვენი უმთავრესი ამოცანაა მოვამზადოთ ინგლისური ენის მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, რომელთაც გააჩნიათ თანამედროვე მოთხოვნებისა და სტანდარტების შესაბამისი ცოდნა და უნარ-ჩვევები, რაც უზრუნველყოფს მათ წარმატებით დასაქმებას როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო შრომის ბაზარზე.

ფილოლოგია მულტიდისციპლინარულ სფეროს წარმოადგენს გულისხმობს ენისა და ლიტერატურის შესწავლას; შესაბამისად, კონკრეტული სასწავლო კურსების მეშვეობით პროგრამა მიზნად ისახავს სტუდენტები აღჭურვოს პრაქტიკული და თეორიული ცოდნით  და მოიცვას ინგლისური ფილოლოგიის შემდეგი ასპექტები:

  • პრაქტიკული ინგლისური ენა;
  • ინგლისური ენის სტრუქტურა;
  • ინგლისურ ენაზე კომუნიკაციის სპეციფიკა;
  • ინგლისური და ინგლისურენოვანი ლიტერატურა;
  • მსოფლიო ლიტერატურის ძირითადი მიმართულებები;
  • ბრიტანული კულტურა და ცივილიზაცია;
  • დიდი ბრიტანეთის ისტორია;
  • ინგლისური ენისა და ლიტერატურის სწავლების მეთოდოლიგია და სპეციფიკა (იმ შემთხვევაში თუ სტუდენტი აირჩევს მასწავლებლის მომზადების კონცენტრაციას).

პროგრამა მიზნად ისახავს კონკრეტული შედეგების მიღწევას: სტუდენტის ენობრივი კომპეტენციის განვითარება (მოსმენა, საუბარი, კითხვა და წერა) B2 დონეზე (ევროპული სტანდარდების (CEFR) შესაბამისად), რაც მიიღწევა პირველი კურსის პრაქტიკული კურსებისა და მოგვიანებით, სპეიცალობის სავალდებულო თუ არჩევითი კურსების მეშვეობით. ანალიტიკური და პრაგმატული (ტექსტის ანალიზი, ინგლისურ ენაზე კომუნიკაციის ფუნქციური და პრაგმატიკული ასპექტები,  ლიტერატურული კრიტიკა და ანალიზი, მულტიკულტურულ გარემოში კომუნიკაცია და დასაქმება) უნარ-ჩვევების ფორმირება, რაც მოიცავს შესაბამისი ინგლისური ლექსიკისა და გრამატიკული სტრუქტურების პრაგმატულ ცოდნასა და ლინგვისტური (ენათმეცნიერებისა და ენის შესწავლების თეორიული და პრაქტიკული საკითხების, სპეციფიური ტერმინოლოგიისა და კომუნიკაციაში შემავალი პრაქტიკული ენობრივი ასპექტების ცოდნა) კომპეტენციის განვითარებას. მეორე კურსიდან სტუდენტები იღებენ ფილოლოგიის დარგში ღრმა თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას და ზოგად უნარებს შემდეგი მიმართულებით: ანგლო-ამერიკული ენათმეცნიერება, ლექსიკოლოგია, ლიტერატურათმცოდნეოაბ, აკადემიური წერა, კვლევის მეთოდები ინგლისური ფილოლოგიისათვის, ბრიტანეთის ისტორია და მსოფლიო ლიტერატურის ძირითადი მიმდინარეობები.

დარგის სპეციფიკიდან გამომდინარე პროგრამა ასევე  ისახავს მიზნად სტუდენტს განუვითაროს ენობრივი (ინგლისური) უნარ-ჩვევების დახვეწის, ცოდნის მუდმივად განახლებისა და თვითგანვითარებისაკენ მისწრაფება.

ზემოთ მოცემული ასპექტების გათვალისწინებით პროგრამის მიზანია აღზარდოს კურსდამთავრებულები, რომლებიც შეძლებენ თავისუფლად გამოიყენონ ინგლისური ენა ყოველდღიური და პროფესიული კომუნიკაციისას (როგორც საკუთარ ქვეყანაში, ასევე უცხოეთში).

პროგრამის გლობალური მიზნებია სტუდენტს განუვითაროს ინგლისურ ენაზე ეფექტურად წერისა და საუბრის უნარი; ასევე კრეატიულად აზროვნების, საკუთარი პროფესიის ანალიტიკურ ჭრილში გააზრებისა და აკადემიური და შესაბამისად, პროფესიული წინსვლის უნარი. ჩვენი მიზანია აღვზარდოთ მაღალკვალიფიციური სპეციალისტი, რომელიც აქტიურად ჩაერთვება და წვლილს შეიტანს საკუთარი ქვეყნის განვითარების პროცესში. პროგრამა ასევე ისახავს მიზნად სტუდენტებს განუვითაროს ღირებულებები, ენების შესწავლის მიმართ ძლიერი ინტერესი და საკუთარი და სხვათა კულტურის პატივისცემა.

 

პროგრამაზე ჩასაბარელი მეოთხე საგანი:

  1. ისტორია
  2. ლიტერატურა
  3. სამოქალაქო განათლება