ამერიკისმცოდნეობა

 

ამერიკისმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამა, გახსნილი 2002 წელს ამერიკის საელჩოსთან თანამშრომლობის შედეგად პირველად საქართველოში შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ერთადერთი ინგლისურენოვანი პროგრამა აძლევს შანსს როგორც ქართველ, ასევე უცხოელ სტუდენტებს მიიღონ უმაღლესი კლასის დასავლური ტიპის მულტიდისციპლინარული და ინტერდისციპლინარული განათლება ამერიკის შეერთებული შტატების შესახებ საქართველოს მოთხოვნების გათვალისწინებით; პროგრამის მიზანია სტუდენტებს შეასწავლოს ამერიკული საზოგადოების ცხოვრების სხვადასხვა ასპექტები როგორც ისტორიულ, ასევე თანამედროვე რაკურსში. მულტიდისციპლინარული და ინტერდისციპლინარული მეთოდოლოგიით, ამ სფეროს უნიკალური სპეციფიკით და ინტერაქტიული მეთოდების მეშვეობით პროგრამა ჩამოუყალიბებს სტუდენტებს ანალიტიკური აზროვნების ჩვევებს სხვადასხვა კონცეპტუალურ საკითხებთან დაკავშირებით, რაც მთელი მსოფლიოს და რა თქმა უნდა საქართველოს აინტერესებს ზესახელმწიფოსთან მიმართებაში. პროგრამა მოელის ამერიკისმცოდნეობის ქართველი და სხვადასხვა კულტურის წარმომადგენელი სტუდენტებისაგან, შეძლონ ამერიკისა და საკუთარი კულტურის სხვადასხვა ასპექტების შედარება ისეთი ინტერდისციპლინარული კურსების მეშვეობით როგორიცაა: ამერიკის მულტიკულტურული სწავლება, ამერიკელ ქალთა საკითხების შესწავლა, ამერიკის კულტურა და საზოგადოება. პროგრამა მიზნად ისახავს განავითაროს სტუდენტის შესაძლებლობები იფიქროს, წეროს და ისაუბროს ეფექტურად და კრეატიულად; განუვითაროს სოციალურ, ეთიკურ და მორალურ ფასეულობათა პატივისცემა; ანალიტიკური აზროვნების, კომუნიკაციის, გადაწყვეტილების მიღების უნარები, პასუხისმგებლობა და თვითგანათლების უნარი; შეუქმნას სტუდენტს ყველა პირობა აკადემიური და კარიერული წინსვლისათვის ისეთ ორგანიზაციებში, როგორებიცაა: საელჩოები, საგარეო საქმეთა სამინისტრო, საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფისები, სახელმწიფო ადმინისტრაციული აპარატი, კულტურის დეპარტამენტები, ბანკები, არასამთავრობო ორგანიზაციები, პარლამენტი, მუზეუმები, არქივი და ა.შ.  გარდა ამისა, ბაკალავრის ხარისხის პროგრამა წარმოადგენს სოლიდურ საფუძველს შემდგომი სამეცნიერო-სასწავლო მოღვაწეობისათვის მაგისტრატურისა და დოქტურანტურის პროგრამებში.

თარგმანმცოდნეობის არჩევის შემთხვევაში კონცენტრაციის მიზანი: დღეს საქართველოში თარგმანმცოდნეობა უაღრესად აქტუალურ სფეროდ გვევლინება, რაც განპირობებულია საჭიროებით, რომ საქართველომ დაამყაროს მჭიდრო საქმიანი, საგანმანათლებლო, კულტურული, სავაჭრო, სამხედრო და სხვა სახის ურთიერთობა უცხოეთის ქვეყნებთან, „ნატოსთან“, ევროკავშირთან და მსგავს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, შესაბამისად საგანმანათლებლო დაწესებულებები სრულიად ახალი და განსაკუთრებული გამოწვევბის წინაშე დგანან. ამან განაპირობა თარგმანმცოდნეობის კონცენტრაციის გახსნა – განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, რათა გამოვზარდოთ მთარგმნელ-თარჯიმნები, რომლებიც თავისუფლად და ეფექტურად შეძლებენ ზეპირ, წერით, სინქრონულ თარგმანს ნებისმიერ უცხოენოვან გარემოში. კომუნიკაცია აკავშირებს ადამიანებს, ორგანიზაციებს, ქვეყნებს, ზრდის სტიმულირებას, აუმჯობესებს ურთიერთობებს და ურთიერთგაგებას, სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი მხარეებს შორის სწორი ინფორმაციის გაცვლა და გაგება, რაც ჩვენი პროგრამის მიხედვით მიიღწევა ისეთი კურსების შესწავლით, როგორებიცაა: შესავალი თარგმანმცოდნეობაში, ინგლისური ენის სტილისტიკა, ინგლისური ენის ლექსიკოლოგია, კომუნიკაციური გრამატიკა, ტერმინოლოგია, წერითი თარგმანი, ზეპირი თარგმანი, სინქრონული თარგმანი.

საზოგადოებასთან ურთიერთობის არჩევის შემთხვევაში კონცენტრაციის  მიზანი:

ვინაიდან საზოგადოებასთან ურთიერთობის განათლების პიონერი გახლდათ ამერიკელი რექს ჰარლოუ, რომელმაც ფაქტობრივად საფუძველი ჩაუყარა ორგანიზაციას, რომელიც დღეს „ამერიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის ასოციაციად“ (PRSA) იწოდება, ამავდროულად გავითავლისწინეთ რა სტუდენტების მოთხოვნა, მიზანშეწონილად ჩავთვალეთ შეგვექმნა, ამერიკისმცოდნეობის პროგრამასთან ინტეგრირებული საზოგადოებასთან ურთიერთობის კონცენტრაცია.

საზოგადოებასთან ურთიერთობის კონცენტრაციის მიზანია სტუდენტებს გააცნოს მართვის გამორჩეული ფუნქცია, რომელიც ხელს უწყობს კომუნიკაციის, ურთიერთგაგების, ურთიერთმიღების და აღიარების, თანამშრომლობის საერთო ინტერესების ჩამოყალიბებასა და შენარჩუნებას ორგანიზაციასა და მისით დაინტერესებულ ჯგუფებს შორის; პრობლემებისა და საკითხების მართვას; ხაზს უსვამს ორგანიზაციის მმართველი სტრუქტურების პასუხისმგებლობას ემახურებოდეს საჯარო ინტერესს. სასწავლო კურსი სტუდენტს უზრუნველყოფს საზოგადოებასთან ურთიერთობის დარგის კრიტიკული შეფასების უნარს,როგორც პოლიტიკურ, ასევე სოციალურ კონტექსტში, საერთაშორისო პრაქტიკის სტანდარტებთან შესაბამისად. კურსი მოიცავს, როგორც თეორიული მასალის შესწავლას, ასევე პრაქტიკული უნარ-ჩვევების შესწავლა-განვითარებას. სასწავლო კურსის განმავლობაში სტუდენტები გაანალიზებენ იმ მიმდინარე ტეენდენციებს, რომლების თანამედროვე საზოგადოებასთან ურთიერთობისდარგსახასიათებს და ასევე დარგის სამომავლო განვითარების ტენდენციებსგანიხილავენ . კონცენტრაცია გამოირჩევა სხვა საზოგადოებასთან ურთიერთობის კონცენტრაციებისგან:

ის ერთადერთი საზოგადოებასთან ურთიერთობის ინგლისურენოვანი კონცენტრაციაა საქართველოში; ინტეგრირებულია საქართველოში ერთადერთ და პირველად შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გახსნილ ამერიკისმცოდნეობის ბაკალავრიატის პროგრამასთან, რაც განაპირობებს მის უნიკალურობას იმ მხრივაც, რომ კონცენტრაციის კურიკულუმი  შეიცავს ისეთ საგნებს, როგორებიცაა: ამერიკის პოპ კულტურის ისტორია, თანამედროვე ამერიკის პოპ კულტურა, ამერიკის პოპ კულტურა და მუსიკა, ეს კი ის სფეროა, საიდანაც დაიწყო ფაქტობრივად ამერიკის კულტურის პოპულარიზაცია მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:
ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს სრული ზოგადი განათლების მქონე პირს.
პროგრამაზე მიღების წინაპირობაა ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება. უცხო ქვეყვნის მოქალაქეების ჩარიცხვა მოხდება
კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე.

პროგრამაზე ჩასაბარელი მეოთხე საგანი:

  1. ისტორია
  2. გეოგრაფია
  3. ლიტერატურა
  4. სამოქალაქო განათლება