2016-2017 წლის გაზაფხულის სემესტრისათვის შიდა მობილობას

2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის შპს - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ადგენს შიდა მობილობის ვადებს:

2017 წლის 10 იანვრიდან 12 იანვრის ჩათვლით შიდა მობილობის წესით ფაკულტეტის/პროგრამის შეცვლის მსურველის განცხადების რეგისტრაცია შესაბამისი ფაკულტეტის მიერ.

2017 წლის 13 იანვრიდან 27 იანვრის ჩათვლით კრედიტების აღიარება და ჩასარიცხ პირთა შესახებ ფაკულტეტის მიერ გადაწყვეტილების მომზადება.

2017 წლის 30 იანვრიდან 6 თებერვლის ჩათვლით უნივერსიტეტსა და შიდა მობილობაში მონაწილე სტუდენტს შორის ახალი ხელშეკრულების გაფორმება.