ტრენინგ კურსები შზსუ-ს აკადემიური პერსონალისთვის

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის ტარდება ტრენინგ კურსები. ლექტორთა ხმათა უმრავლესობით შეირჩა სამი თემა: „თვით-განვითარება“ (Self-Development), „წყვილში და ჯგუფში მუშაობა“(Organizing Pair and Group Work)  და „ინტერაქტირუი ლექცია“(Interactive Lecture). ტრენინგი ტარდება ინგლისურ ენაზე და მისი ხანგრძლივობაა 1,5 - 2 საათი. ტრენინგ კურსების მიზანია ხელი შეუწყოს შზსუ-ს აკადემიურ  თანამშრომლებს კვალიფიკაციის ამაღლებასა და პროფესიულ განვითარებას. რეგისტრაცია მიმდინარეობს წინასწარ, მსურველს შეუძლია დაესწროს სამივე ტრენინგს. დასრულების შემდეგ მონაწილეს გადაეცემა დასწრების სერტიფიკატი.

ამა წლის 5 ივნისს შზსუ-ს პრორექტორმა განათლების დარგში პროფ. დოქტ. ნათელა დოღონაძემ ჩაატარა პირველი ტრენინგი თემაზე:„თვით-განვითარება“, რომელსაც ესწრებოდა უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის 24 თანამშრომელი, შეხვედრამ ჩაიარა ძალიან ნაყოფიერად. ტრენინგი ატარებდა ინტერაქტიურ ხასიათს, სადაც ლექტორები აქტიურად იყვნენ ჩართულნი ტრენინგის პროცესში.

შეგახსენებთ, რომ მომდევნო ტრენინგ კურსები თემაზე„წყვილში და ჯგუფში მუშაობა“ჩატარდება განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფ. დოქტ. ეკატერინე ფიფიას მიერ სამშაბათს, 16 ივნისს 3 საათზე (ადმინისტრაციული შენობა, მე-2 სართული, ოთახი #214), რაც შეეხება "„ინტერაქტირუი ლექცია“-, მასჩაატარებს ამავე ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ნიკოლოზ ფარჯანაძე, პარასკევს, 19 ივნისს 3 საათზე (ადმინისტრაციული შენობა, მე-2 სართული, ოთახი #214). 

 

 

შეხვედრა ექსპერტთა ჯგუფთან TEMPUS პროექტის MAHATMA-ს ფარგლებში

ამა წლის 11 და 12 ივნისს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი მასპინძლობს ექსპერტთა ჯგუფს TEMPUS პროექტის MAHATMA-ს საერთაშორისო პილოტირებასთან დაკავშირებით. ექპერტთა ჯგუფში შედიან სპეციალისტები დიდი ბრიტანეთიდან, სომხეთიდან და წარმომადგენლები საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან.

ვიზიტის პროცესში ისინი შეხვდნენ შზსუ-ს რექტორს, ასოც. პროფ. დოქტ. ილიას ჩილოღლუს, უმაღლესი განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის აკადემიურ პერსონალს, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს, ქ-ნ დიანა მჭედლიშვილს და მთლიანი ხარისხის მართვის სამსახურის უფროსს ბ-ნ მურათ ერგუვანს.

შეხვედრა იგეგმება ასევე სტუდენტებთან, კურსდამთავრებულებთან და დამსაქმებლებთან.

შავი ზღვის უნივერსიტეტი ევროკავშირის პროექტში - ტემპუს MAHATMA მონაწილეობს

http://interpressnews.ge

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ევროკავშირის პროექტში - ტემპუს MAHATMA მონაწილეობს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შავი ზღვის უნივერსიტეტიდან აცნობეს, პროექტი 2012 წლიდან მიმდინარეობს და ის ფინალურ სტადიაშია.

 

შავი ზღვის უნივერსიტეტი ევროკავშირის პროექტში - ტემპუს MAHATMA მონაწილეობს (2)

http://edu.aris.ge/

მასწავლებელთა მომზადების ერთწლიანი პროგრამის დეტალები შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ერთადერთია, რომელიც მასწავლებელთა მომზადების ერთწლიან პროგრამაზე ჩაბარების მსურველებს ორი სასარგებლო საქმის ერთდროულად გაკეთების საშუალებას აძლევს – ამ პროგრამაზე მოხვედრით ისინი არა მხოლოდ სასწავლო პროცესის წარმართვას შეისწავლიან, არამედ ინგლისური ენის ცოდნის დონესაც აიმაღლებენ, ვინაიდან სწავლება ინგლისურ ენაზე იქნება.