ამერიკისმცოდნეობის დეპარტამენტის ცნობილი პროფესორები

პროფ. დოქტ. დავით აფციაური

მაღალი რანგის დიპლომატი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დავით აფციაური არის ამერიკისმცოდნეობის პროგრამის პროფესორი, სადაც 2009-2014 კითხულობდა ლექციებს ამერიკის ეკონომიკაში, ხოლო 2014-დან დღემდე ატარებს სემინარებს ეკონომიკის უახლეს მიღწევებსა და პერსპექტივებზე.
2004-2008 - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლიტვის, ლატვიის და ესტონეთის ქვეყნებში
2002-2004 - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე.
1997-2000 - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი
1994-1997 - საქართველოს მუდმივი მისიის მრჩეველი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, ნიუ-იორკი, აშშ
1993-1994 - საქართველოს რესპუბლიკის მუდმივი მისიის პირველი მდივანი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, ნიუ-იორკი
1995-1996 - კოლუმბიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის პორფესორი. კითხულობდა კურსს: „თანამედროვე საქართველოს ისტორია და პოლიტიკა“, ნიუ-იორკი
 
 

გელა ჩარკვიანი

ქართველი დიპლომატი, ლექტორი და ტელეწამყვანი. იყო საქართველოს ელჩი გაერთიანებულ სამეფოსა და ირლანდიაში (2006-2008)
პრეზიდენტ შევარდნაძის მთავარი მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში (1992-2003)
პრეზიდენტ სააკაშვილის სპიკერი (2005)
მიჰყავდა საქართველოს ტელევიზიის ყოველთვიური პროგრამა „გლობუსი“ (1976-1994)
ერთსემესტრიანი სადოქტორო პროგრამის გავლის შემდეგ მიჩიგანის უნივერსიტეტში, ენ არბორი, აშშ., 1970, 25 წლის განმავლობაში ასწავლიდა ინგლისურს და შემდგომ კულტურას ი. ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა ინსტიტუტში და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
მიჰყავს დებატები ამერიკისმცოდნეობის პროგრამის კურსის - „ამერიკის ინსტიტუციები“ - ირგვლივ
 
 

პროფ. დოქტ. ნუგზარ რუხაძე

ცნობილმა საზოგადო მოღვაწემ, ლინგვისტმა და დიპლომატმა მოიპოვა დოქტორის წოდება პეტერბურგში, რუსეთი. ის არის ამერიკის მოქალაქე, ამჟამად ცხოვრობს თბილისში.
2007 წლიდან არის ინგლისური ენის ყოველკვირეული „ქართული ჟურნალის“ რედაქტორი, თბილისი, საქართველო
ავტორია დაახლოებით ექვსასი სტატიის, ოცი სამეცნიერო ნაშრომის და ორი წიგნის.
იყო ტელეწამყვანი თოქ-შოუსი და ინგლისური ენის სიახლეების I არხზე დაTV-3-ზე
მისმა რადიო გაკვეთილებმა ინგლისური ენის შემწავლელთათვის მოიპოვა დიდი პოპულარობა ქვეყნის მასშტაბით
რეგიონალური „ემის“ ჯილდოს მფლობელია სატელევიზიო პროფესიონალიზმისთვის აშშ-ში, სადაც მუშაობდა მე-11-ე არხის კორესპონდენტად ატლანტაში, ჯორჯია, აშშ
გაუზიარებს თავის მდიდარ გამოცდილებას ამერიკისმცოდნეობის სტუდენტებს შემდეგი კურსების მეშვეობით: „ამერიკის პოლიტიკა“, „ამერიკული მედია“
 

პროფ.დოქტ. ნუგზარ სიხარულიძე

დოქტ. სიხარულიძეს აქვს მდიდარი პროფესიული გამოცდილება: 2002-დღემდე არის ამერიკისმცოდნეობის პროგრამის პროფესორი და კითხულობს კურსებს: ამერიკული მედია, ამერიკის გეოგრაფია, ზეპირი და წერითი თარგმანი. 
2000-2012 _  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინგლისური ენის დეპარტამენტის  ხელმძღვანელი
1994-2000 _ ქართულ -ამერიკული საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პირველი დირექტორი
1981-1994 _ ი. ჭავჭავაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო უცხო ენათა ინსტიტუტის სინქრონული თარგმნის სკოლის დირექტორი
1977-1981 _ ეკონომიკური დახმარების კომიტეტი (CEA) ერაყი, თარჯიმანი
1971-1972 _ ეკონომიკური დახმარების ცენტრი (CEA) ტანზანია, თარჯიმანი (რუსული - ინგლისური) 
1996 _ სტაჟირება აღმასრულებელ სფეროში, საზოგადოებრივი ადმინისტრირების ეროვნული აკადემია, ვაშინგტონი, აშშ
1987_ IREX , ამერიკისმცოდნეობის სტუდენტი, ჯორჯტაუნის უნივერსიტეტი, ვაშინგტონი, აშშ
1983-1986_ ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი. მოსკოვის მ. ტორეზის სახელობის უცხო ენათა ინსტიტუტი

 


პროფ. დოქტ. ორი სოლტესი

 
ამერიკელი პროფესორი განათლების და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ამერიკისმცოდნეობის პროგრამაზე ყოველწლიურად კითხულობს ლექციების კურსს: ამერიკული რომანი.
მრავალმხრივი ერუდიციის მქონე პროფესორის მიერ ამერიკის პრესტიჟულ უნივერსიტეტში წაკითხული ლექციების დიაპაზონი უსაზღვროა: 
მერილენდის უნივერსიტეტი (აშშ) - ხელოვნების ისტორიის პროფესორი (1999)
ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტი (აშშ) - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა პროფესორი (1992)
კლივლენდის კოლეჯი (აშშ) - ფილოსოფიის ლექტორი (1980-83)
ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი (აშშ) - ეტიმოლოგიის, ინდო-ევროპული ლინგვისტიკის პროფესორი (1987-88)
კლივლენდის სახელმწიფო ინივერსიტეტი (აშშ) - კლასიკური ენების, უძველესი ისტორიის და რელიგიის პროფესორი (1845, 85; 1988)
პრინსტონის უნივერსიტეტი (აშშ) - ლათინური, ბერძნული და ლათინური ლიტერატურის პროფესორი
13 წიგნის ავტორი და ასეულობით სამეცნიერო სტატიის და კატალოგების ავტორი. 
 

 


პროფ. დოქტ. თამარ შიოშვილი

განათლების და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი. ამერიკისმცოდნეობის პროგრამების კოორდინატორი
კითხულობს ლექციებს: ამერიკის კულტურა და საზოგადოება; ამერიკის მულტიკულტურული სწავლება; ამერიკელ ქალთა ისტორია; ქალთა საკითხების კვლევა ამერიკაში
ფულბრაიტის პროფესორი ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში, ვაშინგტონი, აშშ, 2004/2005
გაიარა „ამერიკისმცოდნეობის კურიკულუმის დიზაინის“ პროგრამა პროფესორებისთვის. ვაშინგტონი, აშშ, 2001 წელი
მისი ინიციატივით პირველად საქართველოში ამერიკისმცოდნეობის ინგლისურენოვანო საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები გაიხსნა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში (2002, 2006, 2008, 2013)
გაიარა ინგლისური ენის პროგრამა პროფესორებისთვის: „სწავლების მეთოდიკა, ბრიტანეთის ცხოვრება და კულტურა“. ლიდზის უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი 1983
ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი ლექსიკოლოგიის მიმართულებით (მორის ტორეზის ინსტიტუტი, მოსკოვი, 1979 წ.)
მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი