დეკანის მისალმება

დეკანის მისალმება

ფაკულტეტი დაარსდა 2002 წელს, მას შემდეგ რაც გაიხსნა პირველად საქართველოში, ერთადერთი ინგლისურენოვანი, ამერიკისმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამა. 2011 წელს ფაკულტეტზე დაარსდა ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა და დიდი სპექტრი სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებისა განათლების სფეროში, ამერიკისმცოდნეობაში, თურქულ ფილოლოგიაში. 2015 წელს ამ ჩამონათვალს დაემატა კავკასიოლოგიის ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა. ფაკულტეტი გთავაზობთ დასავლური სტანდარტების შესაბამის წამყვანი ამერიკული და ევროპული უნივერსიტეტების გამოცდილებაზე დამყარებულ უმაღლეს განათლებას. პროგრამაში ჩართული ქართველი და უცხოელი პროფესორები, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ხელშეწყობით ამერიკიდან ყოველწლიურად მოწვეული პროფესორები სწავლების მაღალ ხარისხს უზრუნველყოფენ. ინგლისურენოვანი სწავლება ფაკულტეტზე განაპირობებს კურსდამთავრებულების ინგლისური ენის ცოდნის მაღალ დონეს, რაც გარანტიაა მათი უცილობელი დასაქმების ისეთ ორგანიზაციებში, როგორებიცაა: საელჩოები, საგარეო საქმეთ სამინისტრო, განათლების სამინისტრო, კულტურის სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო, რეინტეგრაციის სამინისტრო, პარლამენტი, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტები, საჯარო თუ კერძო სკოლები, უნივერსიტეტები, ხელნაწერთა ინსტიტუტი, არქივი, უცხოური და ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები. ამერიკის საელჩოსგან ფაკულტეტი ყოველწლიურად საჩუქრად იღებს მდიდარ ბიბლიოთეკას, რაც საფუძველია როგორც სტუდენტების აკადემიური წარმატების, ასევე სრულყოფილი სადიპლომო ნაშრომების და პროექტების განხორციელების.