შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ამერიკის საელჩოს კულტურის ატაშეს უმასპინძლა

http://interpressnews.ge/

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ბრაგანსას უნივერსიტეტთან მემორანდუმი გააფორმა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შავი ზღვის უნივერსიტეტიდან აცნობეს, პორტუგალიაში ბრაგანსის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში, შზსუ-ს რექტორის პროფესორ ილიას ჩილოღლუს სახელით განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა პროფესორმა თამარ შიოშვილმა ხელი მოაწერა მემორანდუმს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ბრაგანსის პოლიტექნიკურ ინსტიტუტს შორის ორმაგი დიპლომის შესახებ, რაც ითვალისწინებს ინფორმატიკის ბაკალავრიატის პროგრამის მეოთხე კურსის გავლას ბრაგანსის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. მათივე ინფორმაციით, განხილულ იქნა აგრეთვე საკითხი ამერიკის დეპარტამენტის თარგმანის პროგრამის სტუდენტების გაცვლის შესახებ.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა კონფერენციას უმასპინძლა

http://interpressnews.ge/

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა 21 თებერვალს მე-10-ე ეროვნულ კონფერენციას უმასპინძლა, თემაზე: "თანამედროვე მიმართულებები ინგლისური ენის სწავლების მეთოდოლოგიაში". როგორც "ინტერპრესნიუსს" შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან აცნობეს, ღონისძიება საქართველოს ინგლისური ენის მასწავლებელთა ასოციაციის ორგანიზებით (ETAG) ჩატარდა. კონფერენციის მხარდამჭერები არიან: დიდი ბრიტანეთის საბჭო, აშშ-ს საელჩო თბილისში და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი. კონფერენცია ეძღვნებოდა ETAG-ის ოცი წლის თავს. ეს არის ასოციაცია, რომელიც 1995 წლიდან აქტიურობით გამოირჩევა ინგლისური ენის მასწავლებელთა გადამზადების კუთხით. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფორმაციით, კონფერენციის მთავარმა მომხსენებლებმა, რომლებიც მოწვეულნი იყვნენ ბრიტანეთის საბჭოსა და აშშ-ს საელჩოს მიერ, წარმოადგინეს პრეზენტაციები თანამედროვე გლობალური მიმდინარეობების შესახებ ინგლისური ენის სწავლების მეთოდოლოგიაში. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და საქართველოს ინგლისური ენის მასწავლებელთა ასოციაციას შორის ხელი მოეწერა მემორანდუმს შემდგომი თანამშრომლობის შესახებ კვლევის, პროფესიული ზრდისა და განვითარების საკითხებში.

აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ესტუმრა

http://newsday.ge/

ბ-ნი რიჩადი გახლავთ ამერიკელი დიპლომატი, რომელიც ბარაკ ობამამ წარადგინა ელჩად საქართველოში, ხოლო სენატმა დაამტკიცა ამ პოსტზე. რიჩარდ ნორლანდი ამ დრომდე ვაშინგტონის ეროვნულ სამხედრო კოლეჯში საერთაშორისო ურთიერთობებში მრჩეველი და ხელმძღვანელის მოადგილე იყო. იგი ასევე გახლდათ აშშ-ის ელჩი უზბეკეთში (2007-2010 წლები). ღონისძიებას ასევე დაესწრნენ და სიტყვით გამოვიდნენ მოწვეული სტუმრები: ტარა კელი - ისტორიული პრეზერვაციის მეცნიერებათა მაგისტრი. „Friends of The Upper East Side Historic Districts-ის“ აღმასრულებელი დირექტორი, ნიუ იორკი, აშშ; ტიმოთი ბლუველტი - ამერიკული საბჭოების ხელმძღვანელი საქართველოში. კონფერენციის ფარგლებში სიტყვით გამოვიდნენ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები და ლექტორები. ისინი მოხსენებაში ეხებოდნენ იმ თემებს, რომლებიც უშუალოდ ეხებოდა: ამერიკის ისტორიასა და კულტურას; განათლების სისტემასა და პროგრამებს; ქვეყნის მნიშვნელობაზე საერთაშორისო ასპარეზზე, ამერიკასა და საქართველოს ურთიერთობაზე, ასევე იმ შესაძლებლობებზე, რომლებსაც ამერიკა ანიჭებს ქართველ სტუდენტებს. მოგახსენებთ, „ამერიკისმცოდნეობის საერთაშორისო კონფერენცია“ ტარდება ყოველწლიურად და მასში აქტიურად არიან ჩართულნი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები და ლექტორები.

 

Page 2 of 2