თბილისში ამერიკის საელჩოს კულტურის ატაშეს ჯეიმს დიუის ვიზიტი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში

http://www.geotimes.ge

უახლოესი ღონისძიება  2015 წლის 9 მარტს ჩატარდება

2015 წლის 23 თებერვალს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა, თბილისში ამერიკის საელჩოს კულტურის ატაშეს ჯეიმს დიუის. უნივერსიტეტის განათებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანს პროფ. დოქტ. თამარ შიოშვილსა და ჯეიმს დიუის შეხვედრაზე დაიგეგმეს ამერიკის საელჩოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მიერ შემოთავაზებული ღონისძიებები მარტის,აპრილის, მაისის და ივნისის თვეებისათვის. უახლოესი ღონისძიება ჩატარდება 2015 წლის 9 მარტს. აშშ-ს საელჩოს მიერ მოწვეული ცნობილი ამერიკელი ფოტოგრაფის ტეისიპიერსალი გააკეთებს პრეზენტაციას ამერიკისმცოდნეობის დეპარტამენტის სტუდენტებისათვის.