თბილისში ამერიკის საელჩოს კულტურის ატაშე ჯეიმს დიუი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ეწვია

http://interpressnews.ge/

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ამერიკის საელჩოს კულტურის ატაშეს ჯეიმს დიუის უმასპინძლა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შავი ზღვის უნივერსიტეტიდან აცნობეს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა თბილისში ამერიკის საელჩოს კულტურის ატაშეს ჯეიმს დიუის უმასპინძლა. მათივე ინფორმაციით, უნივერსიტეტის განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანს პროფესორ თამარ შიოშვილსა და ჯეიმს დიუის შეხვედრაზე დაგეგმეს ამერიკის საელჩოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მიერ შემოთავაზებული ღონისძიებები მარტის, აპრილის, მაისის და ივნისის თვეებისათვის. აშშ-ს საელჩოს მიერ მოწვეული ცნობილი ამერიკელი ფოტოგრაფი სტეისი პიერსალი ამერიკისმცოდნეობის დეპარტამენტის სტუდენტებისათვის 2015 წლის 9 მარტს პრეზენტაციას გააკეთებს.