ხედვა და მისია

ხედვა

განათლების და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი - მეცნიერთა მრავალფეროვანი საზოგადოება გააერთიანებს ერთი მხრივ ფართო სპექტრის სამეცნიერო და პროფესიული კვლევის ხელშეწყობის პერსპექტივას განათლების სფეროში თეორიის, პედაგოგიკისა და პრაქტიკის გასაუმჯობესებლად; ხოლო მეორე მხრივ ჩამოაყალიბებს დასავლური ტიპის უნიკალურ მულტიდისციპლინარულ და ინტერდისციპლინარულ ამერიკისმცოდნეობის მოდელს დაფუძნებულს ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიის, კულტურის და საზოგადოების კვლევებზე, რაც იწვევს მთელი მსოფლიოსა და საქართველოს ინტერსის ზრდას მისი სტრატეგიული პარტნიორის მიმართ; ამასთანავე სტუდენტების ჩართულობით შეისწავლის კავკასიის რეგიონების ისტორულ, კულტურულ მემკვიდრეობას და მათ თანამედროვე განვითარებას.


მისია

ჩვენი მისია მრავალფეროვანია მოიცავს რა მეცნიერულ წინსლვასმოწინავე პედაგოგიკასინოვაციურ კურიკულუმსკადრების დიფერენცირებას, საგანმანათლებლო კვლევებში მონაწილეობასა და განათლების გზამკვლევს ქართველი მასწავლებლებისთვისმრავალფეროვან ამერიკისმცოდნეობის სფეროს მისი თეორიებით, მეთოდებით და აპლიკაციებით, კვლევის სფეროებით და მაღალკვალიფიციური ქართველი და ამერიკელი ექსპერტებით ამერიკის შეერთებული შტატების კულტურული და ისტორიული საკითხების ღრმა შესწავლის მიზნით, ქართველი და საერთაშორისო სტუდენტების მოსამზადებლად, დემოკრატიული და ისტორიული ღირებულებების მქონე კრიტიკულ მოაზროვნეებად და გლობალურ მოქალაქეებად ჩამოსაყალიბებლად; ამასთანავე სამაგისტრო და სადოქტორო სტუდენტების ლინგივსტური და ისტორიული კვლევის შესაძლებლობების გაზრდას კავკასიის რეგიონების უკეთ შესწავლის მიზნით.